
ლომის თეთრი ბოკვერი შუმბა, რომელმაც საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. სავარაუდოდ, ლომის ბოკვერი სპეცრაზმელებმა მოკლეს, როცა ის ვოლიერთან ახლოს შენიშნეს.
მანამდე ზოოპარკის ადმინისტრაციამ, რომლის თანამშრომლები დაკარგული ცხოველის სამძებრო სამუშაოებში იყვნენ ჩართული, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ შუმბა უწყინარი ცხოველია და სთხოვდა სამართალდამცველებს, თუ სადმე შენიშნავდნენ, არ ესროლათ მისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან.
შუმბას გარდა, დღის განმავლობაში სამართალდამცველებმა ექვსი მგელი, ორი ლომი, ორი ვეფხვი, ერთი აფთარი მოკლეს. ინტერნეტმომხმარებლები შუმბას უფრო პატარა ასაკში იხსენებენ, როცა ის დანაყრების შემდეგ ერთობ სასაცილო ხმებს გამოსცემდა.