-
2014-06-05 23:24
როგორც მსახიობი წერს, მისი საყვარელი კომპოზიტორი იოჰან სებასტიან ბახია და ამის დასტურად „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ბახის 300 წლის წინ დაკარგული ნაწარმოების ჩანაწერს აქვეყნებს.
„ბახის ეს ნაწარმოები 2009 წელს აღმოაჩინეს, რა მაგარია, ახალ ბახს როდესაც უსმენ... 300 წელი დაკარგული იყო. ბახი ჩემი ერთგვარი საყრდენი წერტილია (ბავშვობიდან) და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრის. მე მაგალითად ყოველდღე ვუსმენ და მავსებს...
მამა მასმენინებდა და მეც საათობით ვუსმენდი ხოლმე, ფორტეპიანოზც დავიოდი 8 კლასი დავამთავრე. სხვათა შორის, ბახის პრელუდია და ფუგა ისე დაუკარი გამოცდაზე, რომ კომისია ავწიე, თურმე, სკამიდან, თუმცა ვერ დავდექი მუსიკოსი ხელები მეჭიმებოდა დაკვირასას....
სამაგიეროდ მეუღლე მყავს ბრწყინვალე მუსიკოსი და სწორედ მისმა ბახის პარტიტებმა შემძრა და გამაოგნა თავიდან", - წერს ია ფარულავა.