
საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი თემურ დოლიძე, რომელიც დღეს ბათუმში იმყოფებოდა, დროის იმ მონაკვეთში, რომელიც ჟურნალისტებისთვის მიცემულ მის კომენტარს ესადაგება, "ფეისბუქზე" წერს, რომ "ფინიები დაესიენ".
სავარაუდოდ, თემურ დოლიძე ტვ-ების ჟურნალისტებს გულისხმობდა, რომლებმაც მას შეკითხვები სხვადასხვა თემაზე დაუსვეს. ერთერთმა შეკითხვამ იმასთან დაკავშირებით, თუ რა კომენტარს გააკეთებდა პროკურატურა ელისო კილაძის ცნობილ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, 30 მაისს "დაკარგულ მოსასმენ აპარატურას უზნაძის ქუჩაზე აღმოაჩენდნენ", პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი გააღიზიანა და შეკითხვის ავტორ ჟურნალისტთან პოლემიკაში შევიდა.
"ძმებო და დებო! ფინიები დამესიენ, ვდგავარ კავკასიური ნაგაზივით!!!", - წერს თემურ დოლიძე "ფეისბუქზე".