კრიშტაინო როლანდო კორონავირუსის გამო მსოფლიში შექმნის ვითარებას გამოეხმაურა და აღნშნა , რომ
პლანეტა ურთულეს პერიოდს გადის:
„პლანეტა ურთულეს პერიოდს გადის, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანისგან ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს.
მოგმართავთ არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც შვილი, მამა და ადამიანი, რომელიც შეშფოთებულია განვითარებული მოვლენებით. ახლა მნიშვნელოვანია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევებს მივყვეთ.
ადამიანის სიცოცხლის დაცვა ყველაფერს უნდა აღემატებოდეს. ყველას გიგზავნით ჩემ სოლიდარობას, ვინც ვირუსს ებრძვის, როგორც ჩემი თანაგუნდელი დანიელე რუგანი.
მხარს ვუჭერ მედიცინის დარგის პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ სხვების გადარჩენად“, – დაწერა რონალდომ ინსტაგრამზე.