ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ ვირუსოლოგიურ ლაბორატორიაში მწყობრიდან გამოსული აპარატი ახალი სისტემით ჩაანაცვლა კომპანია „ეი ბი ემ“-ის ხელმძღვანელმა.
დახმარების და გვერდზე დგომის შესანიშნავი მაგალითი!
როდესაც კომპანია „ეი ბი ემ“-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა ალექსანდრე ხეთერელმა შეიტყო, რომ ჩვენი ცენტრის ვირუსოლოგიურ ლაბორატორიაში, მწყობრიდან გამოვიდა აპარატი, რომელზეც ხდებოდა COVID-19 ვირუსის აღმოჩენა. არათუ დაგვეხმარა მის დროულ შეკეთებაში, არამედ ნახევარ საათში მოგვიტანა და დაგვიმონტაჟა სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე რეალური დროის პჯრ სისტემა COVID-19-ის ტესტირებისათვის.
სანამ არსებობს ამ ვირუსით გამოწვეული ტესტირების გადაუდებელი საჭიროება, იმ დრომდე ეს აპარატი ჩვენს ლაბორატორიაში დარჩება.
დიდი მადლობა მას და მის პროფესიონალ ინჟინრებს, როგორც ჩვენი ცენტრისაგან – ასევე, ჩვენი პაციენტებისაგან.