
ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში კორონავირუსის მეორე დადასტურებულ შემთხვევაზე წერს, რომელიც
იტალიიდან ახლახან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა და კითხულობს, რატომ არ აირიდეს
თავიდან ამ ქვეყანაში მოგზაურობა ჩვენმა თანამემამულეებმა:
“კიდევ ერთ იტალიიდან ჩამოსულ ქართველს დაუდასტურდა კორონა ვირუსი. ჯანმრთელი ჩინელების
ცეცხლზე დაწვაც კი სურდა ბევრ ქართველს ვირუსის გამო და ამ დროს (!), როცა ამბობენ არ იმოგზაუროთ
იტალიაში, ირანში და ასე შემდეგ, ნორმალურია ეს რაც ხდება?? ფრენა გააუქმეს და მარშუტკით წავიდა
სქართველოს მოქალაქე ირანში. დღე და ღამე აცხადებენ, არ გაფრინდეთ იტალიაში (ვინც უკვე წასულჯ იყო,
მათ არ ეხებათ ნამდვილად) და საქართველო-იტალიის თვითმფრინავები მაინც ივსება კვირაში რამდენჯერმე
(სავარაუდოდ იაფი ბილეთის გამო). მაგას რა ჰქვია?? ხამობა?? უპასუხგებლობა? ფეხებზე მკიდიობა? მაშინ დარჩით,
თუ შეიძლება მანდ და აქ ნუღა ჩამოხვალთ.