"სწორედ კლინიკები გახდებიან ეპიდემიის კერები"-უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმი

Image

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული კორონავირუსის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

“კიდევ ერთხელ, პანიკისა და მკვეთრი სიტყვების გარეშე შევეცდები ავხსნა, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს შედარება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სტატისტიკასთან ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განგაშის გამოცხადების მთავარ მიზეზად განუვითარებელი ქვეყნების უვარგისი და ჩამოუყალიბებელი ჯანდაცვის სისტემები დაასახელა. ჰოდა, საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვში შედის. ამიტომ, კეთილი ინებეთ და ნუ ადარებთ საქართველოში მოთხოვნილ პრევენციის მეთოდებს გერმანიის, იტალიის, ავსტრიის, სამხრეთ კორეის და სხვა ნორმალური ქვეყნების მიერ განხორციელებულ პრევენციულ ზომებს.

 

არ არიან ქართული კლინიკები, განსაკუთრებით საშუალო და დაბალი რგოლების პერსონალი მზად დავირუსებულთა ადექვატური მართვისათვის. პირიქით, სწორედ კლინიკები გახდებიან ეპიდემიის კერები. მაგალითად გუშინდელი სამარცხვინო ვიდეორეპორტაჟიც საკმარისია. მორჩით ღლიცინს და სუპერმშვიდი პროფების როლის თამაშს; ჯერ ერთი რომ არ ხართ და მეორეც, ირგვლივ მიმოიხედეთ, დაფიქრდით სად ხართ და ვისთან გაქვთ საქმე.

კარგად დაცულ, შედარებით უკაცრიელ ტერიტორიაზე გაამზადეთ სამხედრო-საველე ტიპის კლინიკა და საკარანტინო კარვები. დაუყენეთ სამხედრო-საპოლიციო დაცვა. ყოველი ახალი შემთხვევა გადაიყვანეთ იქ, რომ მაქსიმალური ეფექტურობით მოხდეს იზოლაცია საზოგადოებისაგან. გაქვთ თქვენ მაგის ფინანსური შესაძლებლობა.

გახსოვდეთ, პანიკას იწვევენ არა უბრალო მოქალაქეები, არამედ არაკომპეტენტური და კომიკური ოფიციალური პირები და შეეშვით შეშინებული ადამიანების ინტელექტუალურ შეურაცხყოფას. დროულად დაამუშავეთ სკოლების, საბავშვო ბაღებისა და უმაღლესი სასწავლებელების დროებითი დათხოვნის გეგმები”,-წერს ზურაბ გურული ფეისბუქში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !