-
2019-12-27 11:47
აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე სირიის რეჟიმი და მისი მოკავშირეები გააფრთხილა
შეწყვიტონ იდლიბში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის ხოცვა:

"რუსეთი, სირია და ირანი ხოცავენ, ან ემზადებიან დახოცონ ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე
იდლიბის პროვინციაში. არ გააკეთოთ ეს! თურქეთი ბევრს მუშაობს ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად"-წერს
დონალდ ტრამპი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რუსეთის მხარდაჭერილი სირიის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი ქვეყნის იდლიბის პროვინციაში
მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებს. რეგიონზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად, სამთავრობო ძალები
ინტენსიურ საჰაერო დამომბვებს ახორციელებენ.მოქმედი ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის
ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის ბავშვებიც არიან.
ათასობით ადამიანმა ტერიტორია დატოვა, რათა თავშესაფარი თურქეთს სთხოვოს.
გაეროს მონაცემებით პროვინციაში ჰუმანიტარული კრიზისია.