რა ელის რუსეთის ეკონომიკას - ანალიზი ნიკა გილაურისგან

Image

საქართველოს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი, ყოფილი პრემიერმინისტრი ნიკა გილაური "ფეისბუქში" დაწვრილებით მიმოიხილავს იმ საფრთხეებს, რის წინაშეც, რეალურად, დგას რუსეთის ეკონომიკა. გილაური რუსეთს ან დეფოლტის გამოცხადებას, ან ჩინური კაპიტალის შემოყვანას უწინასწარმეტყველებს.

 

ნიკა გილაური:

 

ბოლო დღეებში მომიწია რუსეთის და უკრაინის ეკონომიკების ანალიზის გაკეთება. საკმაოდ საინტერესო შედეგები მივიღე და ვისაც გაინტერესებთ გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას:

 

რუსეთი - ეკონომიკას სამი ძლიერი მხარე გააჩნია - რეზერვები 370 მილიარდი დოლარი, დადებითი მიმდინარე ანაგრაიშის ბალანსი (34 მილიარდი დოლარი 2013 წელს და 40 მილიარდი დოლარი 2014 წლის პირველ ორ კვარტალში) და შედარებით დაბალი საგარეო ვალი (ჯამში 35%). ამის მიუხედავად მომდევნო 12 თვეში რუსეთი სავარაუდოდ დეფოლტის წინაშე დადგება და მნიშვნელოვნად მოუწევს ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა.

 

მიზეზები - 370 მილიარდი რეზერვებიდან 120 მილიარდი განთავსებულია სპეციალურ ფონდებში საიდანაც თანხების ნაწილი გრძელვადიან ინვესტიციებშია ჩადებული და რეალური ფულადი რეზერვი არა 370 არამედ დაახლოებით 280 მილიარდ დოლარამდეა.

 

რუსულ სახელმწიფო კომპანიებს შემდეგი 13 თვის განმავლობაში გასასტუმრებელი აქვთ 130 მილიარდი დოლარის სესხი (ბევრად მეტი ვიდრე ნებისმიერ სხვა წელს), აქედან 30 მილაირდი ამ წლის დეკემბერში. ამ კომპანიების რეფინანსირების წყაროები შეზღუდულია სანქციების გამო და თუ ისინი ამ ვალებს გადაიხდიან დიდი ნაწილი სწორედ რეზერვებს მოაკლდება (კომპანია “როსნეფტმა” უკვე თხოვა სახელმწიფოს 54 მილარდი დოლარის გამოყოფა). რუბლის გაუფასურების პირობებში საგარაო ვალის გადახდა კიდევ უფრო უჭირთ კომპანიებს.

 

რუსეთიდან მომამვალ წელს კაპიტალის გადინება ნავარაუდებია მინიმუმ 85 მილიარდი დოლარის ოდენობით (წელს 125 მილიარდი დოლარი გაედინა ჯამში). ხოლო ნავთობის ფასის 60 დოლარამდე ვარდნის გამო რუსეთის მიმდინარე ანგარიში არა მხოლოდ ნულდება არამედ 40-50 მილიარდის დეფიციტში გადის (გააჩნია ნავთობის ფასის საშუალო დონეს 2015-ში), ესეც იმის გათვალისწინებით რომ იმპორტი შეიზღუდება და კურსის გაუფასურების გამო არანავთობპროდუქტების ექსპორტი გაიზრდება.

 

რუსეთის ბიუჯეტი ბალანსდება 101 დოლარიანი ნავთობის ფასის პირობებში. 60 დოლარიანი ნავთობის პირობებში ბიუჯეტის შევსება ასევე სარეზერვო ფონდიდან უნდა მოხდეს დაახლოებით 120-130 მილიარდის ოდენობით. რუსეთის ცენტრალური ბიუჯეტის 50% ენერგომატარებლების გაყიდვით ივსება და შემოსავალი 2015 წელს ამ რესურსიდან სავარაუდოდ 40%-ით მაინც შემცირდება.

 

ესეც იმ შემთხვევაში თუ რუსეთი შეძლებს ნავთობის წარმოების არსებული დონის - ყოველდღიურად 10.5 მილიონი ბარელის შენარჩუნებას. თან რუბლის გაუფასურების პირობებში აუცილებლად იქნება სოციალური ზეწოლა პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით.

 

კურსის ვარდნა (1 დოლარი 28 რუბლიდან 56 რუბლამდე ავიდა) აუცილებალად გამოიწვევს სახელმწიფო ბანკების გადაუხდელი სესხების ზრდას კრედიტების დოლარიზაციის გამო, რომლებიც ასევე სახელმწიფოს მოთხოვენ კაპიტალის შევსებას. წინა წლების კრიზისის დროს ბანკების დაახლოებით ასეთივე პრობლემა რუსეთის რეზერვებს 100 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა.

 

რუსული 10 წლიანი ევრობონდის ფასი 12.5%-ზე მაღალია. მაგალითისთვის საბერძნეთის 10 წლიანი ევორბონდი 17%-ში ივაჭრებოდა ეკონომიკის ყველაზე მძიმე ვარდნის დროს, მაშინ როდესაც საბერძნეთის საგარეო ვალი 120%-ზე მაღალი იყო. ანუ მიუხედავად დაბალი სესხის დონის რუსეთს ნებისმიერი ახალი ვალის აღება (თუნდაც ჩინეთისგან, რომელიც სანქციებს არ მიუერთდა) მაინც ძალიან ძვირი დაუჯდება. ისეთი ეკონომიკისთვის როგორიც რუსეთია 12.5%-იანი ევრობონდის ფასი დეფოლტთან ახლოს ყოფნას ნიშნავს.

 

და ბოლოს, გათვლებით ჩანს რომ რუსეთის ეკონომიკა მომავალ წელს მინიმუმ 3%-ით შემცირდება (ოფიციალურად - 0.8%-ია გამოცხადებული), პირველი კვარტალი დაახლოებით - 4% იქნება. ამას თან ემატება 9-10-%იანი ინფლაცია რასაც ქვეყანა შემდეგი 2 წლის მანძილზე სტაგნაციაში შეყავს.

 

როგორც ანალიზიდან ჩანს საგარეო ვალის გადახდის, ბიუჯეტის შევსების, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის და კაპიტალის გადინების ჯამური უარყოფითი ეფექტი მომავალი 1 წლის განმავლობაში უფრო დიდია ვიდრე ქვეყნის რეზერვები.

 

გამოსავალი ორია - ან რუსეთმა დეფოლტი უნდა გამოაცხადოს არსებულ საგარეო ვანდებულებებზე და თქვას რომ ამას აკეთებს სანქციების საპასუხოდ, თუმცა ყველას ეცოდინება რომ უბრალოდ თანხები არ აქვს, ან უნდა მოახდინოს ჩინური კაპიტალის შემოყვანა - მათზე სახელმწიფო კომპანიების აქციების მიყიდვის სახით, რადგან სანქციების გამო დასავლური კომპანიები ალბათ ვერ იყიდიან და სხვას მაგ ოდენობის ფული არ ექნება.

 

თუმცა არცერთი გამოსავალი არ იძლევა რუსეთის ეკონომიკის არჩამოშლის გარანტიას - ორივე ერთად თუ შესრულდა ეკონომიკა შეიძლება ახლოს იყოს დასტაბილურებასთან.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !