მთავრობის პრესსამსახური ვახო სანაიას გადაცემას აკრიტიკებს

Image

საქართველოს მთავრობის პრესსამსახური "მაესტროს" ეთერში გასულ ერთ-ერთ გადაცემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გადაცემის ავტორი და წამყვანი ვახო სანაია „ცდილობდა, შეექმნა სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა“.

 

 

,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ რეალურად შეასრულა ერთ-ერთი მთავარი დანაპირები - მედია გაათავისუფლა ხელისუფლების ნებისმიერი ზეწოლისგან. დღეს საზოგადოებას არ აქვს ეჭვი და მცირედი კითხვაც, რომ რომელიმე ტელევიზიას ხელისუფლება მართავს ან მისგან რაიმე სახის ზეწოლას განიცდის. მედიის თავისუფლების ხარისხის გაზრდას ადასტურებს საერთაშორისო კვლევები და რეიტინგები. ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი დემოკრატიის გზაზე მდგომი ქვეყნისთვის. ამავე დროს, თავისუფალი მედიაგარემო ზრდის ტელევიზიებისა და ჟურნალისტების პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე-მიაწოდონ მაყურებელსმიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია. ძნელია, მიუკერძოებელი ეწოდოს ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთ გადაცემას, რომელსაც ჟურნალისტი ვახო სანაია უძღვებოდა. თავის საავტორო გადაცემაში ჟურნალისტმა მაყურებელს მთავარ თემად შესთავაზა "ქართული ოცნების" დაპირებები, რომელთაგან გამოყო სოციალური საკითხები, სამართლიანობა, საგარეო პოლიტიკა. სიუჟეტები ატარებდა აშკარად ტენდენციურ ხასიათს. გადაცემის მსვლელობისას, ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა. ამ სიცრუის გამყარებისთვის მან ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხსაც მიმართა და ისეთი პასუხები შეარჩია, რომელიც გადაცემის მთავარ ხაზს გააძლიერებდა.

 

ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტს, ალბათ, არ უნდა გამორჩენოდა, რა მძიმე მემკვიდრეობა დახვდა ახალ ხელისუფლებას და ორ წელიწადში უკვე არსებობს თვალსაჩინო შედეგი, რომელსაც ყოველდღე გრძნობს მოსახლეობა. ხალხი ხედავს, რომ სწორედ ამ ხელისუფლებამ გაათავისუფლა სასამართლო და არ ერევა მის გადაწყვეტილებებში; გაათავისუფლა ბიზნესი, მედია; გათავისუფლებულიაათასობით პატიმარი, გაზრდილია სოციალური დახმარებები, განხორციელდა ჯანდაცვის რეფორმა (შემოღებულია საყოველთაო დაზღვევა), რომელიც მსოფლიო ბანკმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წარმატებულად აღიარეს.

 

ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვით ასობით ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა, C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამა 60%–მდე უმცირებს მკურნალობის ხარჯებს დაავადებულებს. საქართველო მსოფლიო რეიტინგში მეორე იქნება, სადაც C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალება მოქალაქეთათვის ყველაზე დაბალფასად იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება განათლებას, ამოქმედდა განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომლის დახმარებითაც ქვეყანას 5 წელიწადში ეყოლება საერთაშორისო განათლების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრები. განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, მოქმედებს უფასო სახელმძღვანელოების და უფასო ფაკულტეტების პროგრამა.

 

წარმატებით მიმდინარეობს სოფლის დახმარების პროგრამა, რომლითაც ასევე ასობით ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. გასულ წელს 700 000 ოჯახი, წელს კი 800 000 ოჯახი ჩაერთო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამაში. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, დაკავებულია არაერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომლებსაც ბრალი აქვთ წაყენებული უმძიმესი დანაშაულისთვის.

 

იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე და არანაკლებ მძიმე პოლიტიკური ბრძოლებისა და კოჰაბიტაციის პირობებში, ცხადია, ვერ იქნებოდა მიღწეული ყველა სასურველი შედეგი. თუმცა, აშაკარად ჩანს პოზიტიური ტენდენციები და 4-წლიანი ციკლისთვის მთავრობის დანაპირების შესრულება სრულიად რეალისტური და ოპტიმისტურია. ჩვენ არ გვაქვს პასუხი, რა მოტივაცია ამოძრავებდა ტელეკომპანია "მაესტროს“ და მის ჟურნალისტს, რომ ტენდენციურად წარმოეჩინა რეალობა. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოება თავად განსჯის და შეაფასებს, რას ენდოს და რას - არა", - ნათქვამია განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?