-
2014-05-19 15:05
პოეტი და დიპლომატი რაულ ჩილაჩავა წერს, რომ უკრაინელებმა „ისტორიული ფხა“ გამოიჩინეს და ტერორისტებს მისცხეს, რის შედეგადაც მარტო გუშინ ასზე მეტი ბოევიკია მოკლული.
მისივე თქმით, მოკლულთა უმრავლესობა ან „კადიროველი ჩეჩენი, ან ოსია“. „უკრაინელებმა, როგორც იქნა, გამოიჩინეს ისტორიულად ჩვეული ფხა და მისცხეს ტერორისტებს. სხვადასხვა მონაცემებით, მარტო გუშინ ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეთა მიერ მიკლულია ასზე მეტი ბოევიკი, რომელთა უმეტესობა ან კადიროველი ჩეჩენია ან ოსი.
შვილოსა, აქ რომ თოფით ხელში მოდიოდით, როგორ გეგონათ, საზეიმო კარავაით დაგხვდებოდნენ? მიგაჭედეს შუბლში ტყვია პატრიოტებმა და ეგდეთ ახლა სლავიანსკის აყროლებულ მორგში ან სადმე შამბით დაფარული ხევის ფერდობზე ყვავ-ყორნის საძიძგნად.
ნუთუ იმდენი ჭკუა არ გქონდათ თავში, რომ გინდ კადიროვისთვის, გინდ პუტინისთვის თქვენ იყავით საზარბაზნე ხორცი და ამხელა ქვეყანასთან შებრძოლება, როგორიც უკრაინაა, სიცოცხლის ფასად დაგიჯდებოდათ. იქნებ თქვენი მიმდევრები ახლა მაინც მოეგონ გონს და მიხვდნენ, რომ უ დანაშაულო ადამიანთა კვლა ჯერაც არავის შერჩენია.
აფსუს, თქვენისთანა რეგვენ ხალხს წაკითხული რომ არ ჰქონდა შევჩენკოს გენიალური "კავკასია", თორემ იქნებ თავზე გადაგეხიათ თქვენი დამქირავებლებისთვის მათი მოპარული და სისხლიანი დოლარები! კავკასიელო ტერორისტებო, იკითხეთ შევჩენკო და თქვენ არასოდეს მოგინდებათ უკრაინაზე ხელის აღმართვა!..“, - წერს ჩილაჩავა „ფეისბუქში“.