პრემიერი: ქართველი კაცის გაუპატიურება ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიტანა

Image

ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა "ნაციონალურმა მოძრაობამ", მათი მთელი სისასტიკე სწორედ აქ, ზუგდიდში იგრძნობოდა ყველაზე მძაფრად. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 


"ყველაზე დიდი ტკივილი, ყველაზე მეტი გაჭირვება სწორედ სამეგრელოს დაატყდა თავს. აქ გაიარა ყველა უსამართლობამ. კარგად ვიცი, რა ტრაგედია გამოიარა სამეგრელომ 90-იან წლებში. და როდესაც სამეგრელო იშუშებდა იარებს, 2008 წელს ახალი ტრაგედია დაატყდა თავს ამ ულამაზეს კუთხეს და მთლიანად საქართველოს.

 

მეგრელებმა ამ განსაცდელსაც ღირსეულად გაუძელით, მაგრამ ზუგდიდელებს ისიც კარგად გახსოვთ, როგორ იქცეოდა ხელისუფლება, რომელმაც მოსახლეობა ბედის ანაბარა დატოვა და მათი უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ ქვეყანა ომში ჩათრეული აღმოჩნდა.

 

სიტყვამ მოიტანა და გეტყვით – დღეს ნამდვილად არ ვაპირებდი მელაპარაკა წინა ხელისუფლების ნამოქმედარზე, დაიღალა ხალხი ამის მოსმენით, მაგრამ ბოლო დროს ისინი მაინც ბედავენ და უტიფრად ლაპარაკობენ, თითქოს ვინმეს დაავიწყდა, ვისთან გვქონდა საქმე.

 

ყველამ კარგად ვიცით, როგორ გვაცხოვრა "ნაციონალების" ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში. სწორედ მათი წყალობით გვჭირდა ამდენი უბედურება, ქუჩაში ხალხის დახვრეტით დაწყებული, ციხის საშინელი ამბებით დამთავრებული. მათ ხომ არ ჰგონიათ, რომ ვინმე დაივიწყებს ადამიანების წამებას, საჯაროდ დაპატიმრებას ან ამ სცენების ტელეშოუდ ქცევას, პირადი ცხოვრების თვალთვალს, წართმეულ ბიზნესს, ათასობით უდანაშაულო ადამიანთან გაფორმებულ საპროცესო ხელშეკრულებას? მათ ხომ არ ჰგონიათ, რომ ვინმე დარჩება დაუსჯელი?

 

"ნაციონალური მოძრაობის" მთელი სისასტიკე სწორედ აქ, ზუგდიდში იგრძნობოდა ყველაზე მძაფრად. ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა "ნაციონალურმა მოძრაობამ" – ეს იყო მთელი ერის შეურაცხყოფა, მთელი ერის სირცხვილი, მაგრამ საბედნიეროდ, ისინი დღეს არ არიან. ხალხმა თავად განსაჯოს, დაეჯერება თუ არა ასეთ პოლიტიკურ ძალას დღეს",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !