
საქართველო თავის დიდი ხნის ოცნებას - გახდეს ევროკავშირის წევრი, თანდათან უახლოვდება.
ეს არის წინა ხელისუფლების მრავალწლიანი მუშაობისა და ლატვიის ხელისუფლების მხარდაჭერის შედეგი,-ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ლატვიელ კოლეგას შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა ვილნიუსის სამიტი და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება იყო.
"ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ძალიან მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ საქართველო უახლოვდება თავის დიდი ხნის ოცნებას, რომ ინტეგრირებული იყოს ევროპულ ოჯახთან.
ეს არის წინა ხელისუფლების მრავალწლიანი მუშაობისა და თქვენი ქვეყნის მრავალწლიანი მხარდაჭერის შედეგი. მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.