უკრაინაში ორი რუსი სამხედროს ტყვედ აყვანაში ქართულ სპეცრაზმს ადანაშაულებენ

Image

ალექსანდრე ალექსანდროვი და ევგენი ეროფეევი ლუგანსკის ოლქში ტყვედ ქართულმა სპეცრაზმმა აიყვანა, - ამის შესახებ თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ედუარდ ბასურინმა 20 მაისს განაცხადა. 

 

„ჩვენი დაზვერვის ზუსტი მონაცემებით იმ დღეს მითითებულ რაიონში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმი მოქმედებდა“, - განაცხადა ბასურინმა. მისივე თქმით, ქართული სპეცრაზმის საბაზისო ბანაკი სევეროდონეცკში მდებარეობს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრის საფარქვეშ.

 

„სხვათა შორის, იქ ჟურნალისტებთან ერთად ხშირად ჩასვლის მოყვარული გახლავთ მიხეილ სააკაშვილი“, - დაამატა მან.

 

შეგახსენებთ, ორმა ტყვედ ჩავარდნილმა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ განაცხადეს, რომ ისინი რუსეთის ГРУ-ს მესამე სპეცდანიშნულების ბრიგადაში მსახურობენ, რომელიც ტოლიატიშია ბაზირებული, თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ტყვედ ჩავარდნილები არ არიან მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები. უკრაინულმა მხარემ ორივე ტყვედ აყვანილს ტერორიზმში წაუყენა ბრალი. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !