
2014 წლის მარტში, როცა ხარკოვში რუსეთის მომხრეების მიტინგი გაიმართა, აქტივისტებმა "პრავი სექტორის" ოფისი დაარბიეს, იქედან უკრაინისა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების დროშები გამოიტანეს და საჯაროდ დაწვეს. დროსებს შორის, რომლებსაც ცეცხლი წაუკიდეს, საქართველოს სახელმწიფო დროშაც იყო.