
გამოცემა "კავკაზცენტრი" რუსულ "შტურმ-ნოვოსტიზე" დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პუტინის ბრძანებით კრემლი ბირთვული ომის სამზადისზეა გადასული.
ქვეყნდება რუსი სამხედრო მოსამსახურის წერილი, რომელიც აღწერს, რომ სამხედრო მედპერსონალი სანკტ-პეტერბურში სრულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადაიყვანეს, ისინი გადიან წესებს, რომლებიც აუცილებელია ომის პირობებში, მიემგზავრებიან ატომსაწინააღმდეგო თავდაცვის კურსებზე, მაიორის წოდებიდან დაწყებული ზემოთ, ყველანი წაიყვანეს ატომსწაინააღმდეგო თავშესაფარში, სადაც, ატომური დარტყმის შემთხვევაში, ისინი თავიანთ ახლობლებთან ერთად განთავსდებიან.
რუსი ჯარისკაცი წერს, რომ სავარაუდოდ, ისინი, ვისაც ოფიცრის წოდება არა აქვს, დაიღუპებიან: "ასე საშინლად და უსუსურად ჯერ არ მიგრძვნია თავი - თავდაცვის სამინისტრო ნამდვილად ომისთვის ემზადება და თანაც - ბირთვული ომისთვის.
პუტინი შეიშალა. მე ადრე ღიმილით ვკითხულობდი თქვენს გვერდს, მაგრამ ახლა კი ნამდვილად მივხვდი, რომ ჩვენი ქვეყნის მეთაურებმა მართლაც, ძალიან ღრმად შეტოპეს. ეს ნამდვილი სიგიჟეა, ხვდებით, რისთვის ემზადებიან?", - წერს რუსი სამხედრო პირი.