გროზნოში შეჭრაზე პასუხისმგებლობა კავკასიის იმარატმა აიღო - ცნობები იმარატის შესახებ

Image

გროზნოში შეჭრაზე და იქ განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა კავკასიის იმარატმა აიღო. გავრცელდა ერთერთი მოჰაჯედის მიმართვა, რომელიც აცხადებს, რომ გროზნოში 400 მეამბოხეა შესული.

 

"ალაჰის ნებით, ქალაქში 400 მებრძოლი შემოვედით. დარჩით სახლებში, რათა კადიროველებმა თავიანთ სასარგებლოდ არ გამოგიყენონ. ჩვენ კარგად ვართ, აი, თუ გესმით, მოდის ჯავშანტრანსპორტიორი. ისინი ჩვენ ვერ გვხედავენ. ისინი, "მენტები"(პოლიცია, ჟარგ.- რედ.) ჩვენ ვერ გვხედავენ. ეცადეთ, ქუჩაში არ გახვიდეთ".

 

გროზნოდან ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება ოფიციალური და არაოფიცალური არხებიდან. ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ პოლიციელები, ლიკვიდირებულია ექვსი ბოევიკი. დაღუპულ პოლიციელთა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება, მითითებულია, რომ დაიჭრა 21 სამართალდამცველი, აქედან სამი მძიმე მდგომარეობაშია. ცნობილი გახდა ასევე, რომ დაღუპული პოლიციელების ოჯახები 1 მილიონი რუბლის კომპენსაციას მიიღებენ. რამდენიმე ფორუმზე გროზნოში გადაღებული ფოტო გამოქვეყნდა, სადაც ლიკვიდირებული ბოევიკები არიან გადაღებული. 

 

არაოფიციალური ინფორმაციით, მოჯაჰედებმა მოკლეს 10 პოლიციელი, 30-დე კი დაჭრეს. ფორუმების მიხედვით, მოჯაჰედები ისევ აგრძელებენ ბრძოლას. 

 

ინფორმაცია კავკასიის იმირატის შესახებ ("ექსპერტთა კლუბი", გოჩა გუნიავა):

 

"კავკასიის იმარატი" თავის არსებობას იწყებს 2007 წლის ოქტომბრიდან, როცა დოკუ უმაროვმა მოიხსნა არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტის უფლებამოსილება და თავი გამოაცხადა კავკასიის მოჯახედების ამირად ანუ მთავარსარდლად. მისი განცხადებით, ემირატი ჩრდილოეთ კავკასიაში ერთადერთი კანონიერი ძალაუფლებაა, რომლის უფლებამოსილების გავრცელების გეოგრაფიული სივრცე მოიცავს დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, სტავროპოლის მხარის ნაწილს, ჩრდილოეთ ოსეთს, ყაბარდო-ბალყარეთს და ყარაჩაი ჩერქეზეთს.

 

უმაროვმა უკანონოდ ჩათვალა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეთნიკურ-გეოგრაფიული დასახელება და შემოიტანა ახალი ტერმინები: დაღესტნის რესპუბლიკას უწოდა - დაღესტნის ვილაიეთი, ჩეჩნეთის რესპუბლიკას- ნოღჩიიჩოს ვილაიეთი, ინგუშეთის რესპუბლიკას - გალგაიჩეს ვილაიეთი, რომლის შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთი ანუ ირისტონიც შეიყვანა, მათ დაამატა ნოღაის ველი, ყაბარდოს, ყარაჩაის და ჩერქეზეთის ვილაიეთები.

 

მაგრამ დ.უმაროვის განცხადებით, ეს დროებითი საზღვრებია, შემდეგ ის გაფართოვდება მუსულმანებით დასახლებული თათარისტანით, ბაშკირეთით, ბურიატიით და ა.შ. დ.უმაროვმა კავკასიის იმარატის მთელ ტერიტორიაზე დააწესა შარიათული მმართველობა, გააუქმა პრეზიდენტის წოდება და იგი შეცვალა ვალით. დაწესდა სათათბირო ორგანო მეჯლისი - აშურა, სადაც შევიდნენ ვილაიეთების მთავარი ამირები და ჯამაათის ხელმძღვანელები.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !