
უკრაინაში რუსმა დაქირავებულმა ბოევიკებმა ცნობილი პრორუსი ბოევიკის იგორ ბეზლერის, იგივე „Бес“-ის მარჯვენა ხელი - „Бегунок“ მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვითი რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი, უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ალექსანდრე დანილიუკი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ბოევიკი თავიდან მოიშორეს, რადგან „ბევრი რამ იცოდა“. დანილიუკი წერს, რომ სწორედ „ბეგუნოკი“ იყო ის პირი, ვინც გორლოვკაში დროშა აღმართა.