
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12-19 მაისს "ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეულს"აღნიშნავს.
მახათას მთაზე მდებარე ტაძარში 13 მაისს წირვა-ლოცვა პირველად აღევლინა. ათასობით მორწმუნე, რომელიც დილის 8 საათიდან თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში პირველ წირვაზე მივიდა, ეკლესიაში მხოლოდ მას შემდეგ შეუშვეს, რაც პატრიარქმა და მთავრობის წევრებმა მახათას მთის ტერიტორია დატოვეს - დაახლოებით 12 საათზე.
რკინის კონსტრუქციებს, რომლითაც ეკლესიაში შესასველი ეზო მრევლისგან შემოსაზღვრეს, ქვეყნის შეიარაღებული ძალები იცავდნენ. რამდენიმე მორწმუნე სიმჭიდროვის გამო შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
პატრიარქის გარდა, მახათას მთაზე პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რამდენიმე მინისტრი (მათ შორის, თეა წულუკიანი) და თბილისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", დავით ნარმანია იმყოფებოდნენ. მშენებარე ეკლესიაში პირველ წირვას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლეც დაესწრნენ.
წყარო: "ნეტგაზეთი"
"ნეტგაზეთის" ვიდეომასალა.