
ქართველმა საოპერო მომღერალმა სალომე ჯიქიამ მონაწილეობა მიიღო ცნობილი ამერიკელი რეჟისორის მარტინ
სკორსეზეს ახალ დოკუმენტურ ფილმში „ორატორია" (The Oratorio). ამის შესახებ მომღერალმა თავის "ფეისბუქ"
გვერდზე დაწერა.
როგორც ცნობილი გახდა, ამერიკულ-იტალიური პროექტის ფარგლებში გადაღებები ნიუ-იორკში, წმინდა პეტრეს
ტაძარში 2019 წელს მიმდინარეობდა.
ფილმის პრემიერა იანვრის ბოლოს არის დაგეგმილი.