
ქართველი ოპერატორი, გიორგი შველიძე,ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს.
უცხოელ კოლეგებთან ერთად ამერიკის კინოაკადემიის ახალი წევრია ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე.
გიორგის ნამუშევარმა ყურადღება “ოსკარის” კამპანიის დროს მიიპყრო.
მოგვიანებით იგი ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების რჩეული გახდა და Spotlight Award გადაეცა.
წელს კინოაკადემიამ 842 ახალი წევრი 59 ქვეყნიდან შეარჩია.