
13 აგვისტოს Black Sea Arena ბენდ 30Seconds to Mars-ს უმასპინძლებს.
30 Seconds to Mars ამერიკული როკპროექტია, რომელიც 1998 წელს ორმა ძმამ - ჯარედ და შენონ ლეტოებმა - შექმნა.
ბენდის პირველი წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს A Beautiful Lie-ს უკავშირდება, რომელიც ისეთ ჰიტებს მოიცავდა, როგორებიცაა "Attack","The Kill", "From Yesterday" და "A Beautiful Lie“.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 მაისიდან. ფასი 50-დან 200 ლარამდე იქნება.