
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში მუსიკის საღამო 7 მაისს გაიმართება და საგანგებო ექსპოზიცია
გაიხსნება.
ღონისძიებას პიანისტი ელისო ბოლქვაძე გახსნის. სოლო კონცერტს საგანგებოდ მოწვეული სტუმრები
დაესწრებიან.
მუზეუმში მხოლოდ ერთი დღით, წარდგენილი იქნება ექსპოზიცია "ქალთა პორტრეტები" ქართული სახვითი
ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან.