
"მარტო სახლში" დღემდე ყველა თაობის ერთ-ერთი საყვარელი ფილმია.
მიუხედავად იმისა, რომ მარტო სახლში დარჩენილ უშიშარ კევინს ახალი წლის დღეებში ვუყურებთ ხოლმე, ვფიქრობ,
მაინც საინტერესო იქნება ის სამი ფაქტი, რომელიც შესაძლოა, არ იცოდეთ
ტარანტული მარვინის სახეზე ნამდვილი იყო. იმისთვის, რომ ობობა არ დაეფრთხო, მსახიობი კადრის გადაღებისას
მხოლოდ ყვირილის იმიტაციას აკეთებდა, ხოლო ხმა შემდეგ ჩაწერეს.
სახლი, სადაც კევინი სოჯახი ცხოვრობდა რეალურად არსებობს და ის ჩიკაგოს ჩრდილოეთით, 26 კმ-ით დაშორებულ
მდიდრების სოფ. უინეტკაში (Winnetka), ლინკოლნ ავენიუს 671-ზე მდებარეობს. ის დღეს ილინოისის შტატის
ტურისტული ღირშესანიშნაობების სიაში არის შეტანილი.
არკის დიქტოფონი, რომელიც ფილმის გმირს ჰქონდა, მხოლოდ ფილმისთვის დამზადებული რეკვიზიტი იყო და
რეალურად არ არსებობდა. თუმცა, ფილმის გამოსვლის შემდეგ, მასზე მოთხოვნილება იმდენად დიდი იყო, რომ
რამდენიმე წლის შემდეგ, სათამაშო მაღაზიის დახლებზე მართლაც გამოჩნდა.
მარიამ ნებიერიძე