
ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეებზე ფილმის გადაღება დაიწყო.
დოკუმენტური ფილმი ოთხი ქართველი მოჭადრაკე ქალის – ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია
ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
ფილმის რეჟისორი ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტი თათია სხირტლაძეა,
ხოლო თანარეჟისორი – ანა ხაზარაძე.
გადაღებები უკვე დაწყებულია და ის 2019 წლის შემოდგომისთვის დასრულდება.