-
2019-04-23 17:43
"იცხოვრა კაშკაშა, მაგრამ მოკლე და რთული ცხოვრებით,ლეგენდა სიცოცხლეში და ლეგენდა სიკვდილის
შემდეგ""-წერენ მერლინ მონროზე.
ნამდვილი სახელი-ნორმა ჯინ ბეიკერ მორტენსონი, დაიბადა 1926 წლის პირველ ივნისს ლოს-ანჟელესში,
დაამთავრა ნიუ-იორკის სამსახიობო სკოლა. მისი სილამაზე, ღიმილი და უდავო ნიჭიერება იყო ის მთვარი
მიზეზები, რის გამოც უამრავი რეჟისორი მერლინს მთავარ როლებზე ამტკიცებდა.

დიდების მწვერვალზე ასულს , ბევრი ეტრფოდა, თუმცა ერთი შეხედვით რომანტიკულმა პირადმა ცხოვრებამ,
მსახიობი ვერ გააბედნიერა.
მაყურებელს მშვენიერი მერლინ მონროსგან უამრავი ფილმი და პერსონაჟი დარჩა, მათ შორისა: "ჯარში
მხოლოდ ქალიშვილები არიან" , "შვიდი წლის თავზე", "ყველაფერი ევას შესახებ" და სხვა.

ცნობილია მისი რამდენიმე გამონათქვამიც:
"ძაღლები არასოდეს მკბენდნენ, მხოლოდ ადამიანები".
"ჰოლივუდი ის ადგილია, სადაც კოცნისთვის ათას დოლარს გიხდიან, ხოლო სულისთვის
ორმოცდაათ ცენტს".
"თუ მე ვთამაშობ სულელი გოგონას როლს და კითხვებსაც სულელურს ვსვავ, ეს გამართლებულია; აბა რა
უნდა ვაკეთო, ინტელიგენტივით მოვიქცე?!"
მსახიობი 36 წლის ასაკში საკუთარ აგარაკზე გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია,
თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსიაც, მათ შორისაა თვითმკვლელობა.
იხილეთ, მონროს მძიმე ცხოვრების ბედნიერი წუთები



მარიამ ნებიერიძე