18 აპრილს Fuckup Nights Tbilisi-ს დაბადების დღეა - რა გელოდებათ საიუბილეო ღონისძიებაზე

Image

„ხანდახან გაიმარჯვებ, ხანდახან ისწავლი“ - მწერლისა და ორატორის, ჯონ მაქსველის წიგნის ეს  სათაური მსოფლიოში თითქმის ყველასთვის ცნობილია და ბევრი მომხრეც ჰყავს.

 

მართლაც, მარცხის გარეშე წარმატების მიღწევა ხშირად შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვება წარუმატებლობას არ ნიშნავს, სწრაფად განვითარებისთვის სხვის მარცხზე სწავლა უკეთესია, ვიდრე საკუთარზე. სწორედ ეს არის მსოფლიო მოძრაობა Fuckup Nights-ის მიზანი - ვისწავლოთ, ოღონდ სხვის შეცდომებზე.

 

Fuckup Nights-ის თბილისის მოძრაობას 18 აპრილს 1 წელი შეუსრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ღონისძიებათა სერია საკმაოდ პოპულარული გახდა. მას აქტიურად ესწრებიან როგორც ანტერპრენერები, ისე სტარტაპერები, მენეჯერები, აღმასრულებელი დირექტორები, ბიზნესმენები, შემოქმედებითი პროფესიონალები და სტუდენტები, რომელთაც სხვის შეცდომებზე სწავლა და დროის კარგ გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გატარება სურთ.

 

1 წლის განმავლობაში,საკუთარი მარცხის ისტორია აუდიტორიას 44-მა წარმატებულმა ადამიანმა გაუზიარა, Fuckup Nights Tbilisi-ს საიუბილეო ღონისძიებაზე კი საკუთარი მარცხის შესახებ უკვე 48-ე სპიკერი მოყვება.

ორგანიზატორებმა პირველი სპიკერი უკვე დაასახელეს. ეს მოძრაობის თეატრის დამფუძნებელი კახა ბაკურაძე იქნება. დანარჩენი სამი სპიკერის შესახებ კი მალე გახდება ცნობილი.

 

Fuckup Nights-ის თბილისის მოძრაობის ორგანიზატორები არიან Tbilisi Startap Bureau და Impact Hub Tbilisi; Tbilisi Startup Bureau-ს თანადამფუძნებლები კი - გური ქოიავა და ჰაიკ ასრიანცი. ისინი აღნიშნავენ, რომ Tbilisi Startup Bureau-ს დაფუძნების მიზანი თბილისში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობაა. ამისთვის მათ  შესაბამისი პროექტების განხორციელება დაიწყეს, რომლის წარმატებული მაგალითი Fuckup Nights Tbilisi-ია.

 

Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერია, რომელიც პროფესიული მარცხის ისტორიებს გადმოსცემს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

 

რა არის Fukcup Nights-ის ძირითადი თემა?

ბიზნესისტორიები, რომლებსაც მარცხი და იმედგაცრუება მოჰყვა, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი, რომელიც წარუმატებელი გამოდგა.

ღონისძიებათა სერია 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც მიმდინარეობს.

 

სად და როდის გაიმართება Fuckup Nights Tbilisi-ს საიუბილეო ღონისძიება?

18 აპრილს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, „ფაბრიკაში“ ყველაზე საინტერესო ბიზნესისტორიები გელით. ასევე, დროს სასიამოვნო გარემოში, სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის ადამიანთან გაატარებთ. შეძლებთ, შეიძინოთ ახალი მეგობრები თუ პარტნიორები. ამ ყველაფერში კი Fuckup Nights დაგეხმარებათ.

ეს ყველაფერი არ არის! Fuckup Nights-ის ტრადიციული ღონისძიების შემდეგ დიდი წვეულება გელოდებათ. ღონისძიებათა სერიის დაბადების დღის აღსანიშნავად, წვეულება ხუთშაბათს, 23:00 საათზე „პოლიტიკა“-ში გაიმართება.

რაც მთავარია, Fuckup Nights Tbilisi-ს მე-12 ღონისძიების ვალიდური ბილეთის მქონე ყველა პირისთვის შესვლა უფასოა! წვეულების Line-up კი ასეთია: JL a.k.a. President;
Stimmhalt (Crosstown Rebels).

 

Fuckup Nights Tbilisi-ს მე-12 ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და თბილისის ღამის ეკონომიკა.

რაც შეეხება პარტნიორებს, მათი ჩამონათვალი ასეთია:Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარივენჩერს, ლურჯიოკეანე • Blue Oceanწარმატებისბიბლიოთეკა, UniPAY, Wolt, ქარვა • Karva, Jim BeamდაBorjomi • ბორჯომი.

ასევე, ღონისძიებისმედიაპარტნიორებიარიანMarketer.ge, Entrepreneur Georgia, ინდიგო • Indigo, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსიდა4U.ge.

 

რაც შეეხება ბილეთებს, მათიშეძენაშემდეგბმულებზეაშესაძლებელი: Eventer.ge — https://eventer.ge/event/fuckup-nights-tbilisi-vol-12-1-year-anniversary-party/1216/ka; Biletebi.ge — https://biletebi.ge/tbilisi-startup-bureau/fuckup-nights-tbilisi-vol-12-1-year-anniversary-party-fuckup-nights-tbilisi-vol-12-1-year-anniversary-party; TKT.ge — http://tkt.ge/Anniversary; Eventikz — https://eventikz.com/event/158/Fuckup-Nights-Tbilisi-vol-12-1-Year-Anniversary-Party.

Fuckup Nights Tbilisi-ს დაბადების დღეზე განსაკუთრებული ღონისძიება გელოდებათ!

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !