
დღეს ქართველი მხატვრისა და გრაფიკოსის ელენე ახვლედიანის დაბადების დღეა.
თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა პარიზში განაგრძო, განსაკუთრებით დიდია მისი
წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს,
ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით.
მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: "ძველი თბილისი", "კახეთი-ზამთარი", "იმერეთი",
"შემოდგომა" და სხვა.
მას ეკუთვნისვაჟა-ფშაველას მოთხრობებისა და პოემების ილუსტრაციები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
მარიამ ნებიერიძე