
რეჟისორ რობერტ სტურუას გულზე რთული ოპერაცია ჩაუტარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია “ფეისბუქზე” რუსთაველის თეატრის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
„დღეს რობერტ სტურუას ძალიან რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია გულზე წარმატებით დასრულდა!
რუსთაველის თეატრი ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს ბატონ რობერტს, გვიყვარხართ!“ –
ნათქვამია თეატრის ოფიციალურ გვერდზე.
მარიამ ნებიერიძე