
მთელ ბავშვობას ოცნებებში ვატარებთ, ვოცნებობთ, ვიცნებობთ, მაგრამ წლების მერე, როცა ვიზრდებით,
აღმოვაჩენთ, რომ არც კოსმოსში გავფრინდით და არც აეროდრომი ავაგეთ, რომლითაც ყველა მსურველს უნდა
ეფრინა.
მაგრამ ხდება ისე, რომ ეს ჩვენი ოცნება ცხოვრების მთავარი მიზანი გახდება და როცა უკვე ვიზრდებით, მისკენ
მიმავალ გზას ვირჩევთ.
ჩემი რესპონდენტის შემთხვევაშიც ასე მოხდა, ტიტე მიქაძე 26 წლისაა, ბავშვობიდან მოგზაურობაზე ოცნებობდა,
ეცნობოდა მსოფლიო ქვეყნების ტრადიციებს და სჯეროდა, რომ ერთ დღეს მათ მოინახულებდა.
დღეს ის რიგით 69-ე ქვეყანას ეწვია და იქედან გვიყვება ამბავზე, დიდი შრომის შემდეგ რომ მოდის და წარმატება
ჰქვია.
"დავიწყებ იქედან ,რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, საკუთარი ტურისტული კომპანია თუ მექნებოდა,
ალბათ, დამეთანხმებით, რომ არის ოცნებები, რისი ახდენის გინდა გჯეროდეს, მაგრამ მაინც მისი რეალობაში
წარმოდგენაც გიჭირს.. . ჩემი ამბავიც ასე დაიწყო, ვერასდროს გავბედავდი ფიქრს, იმაზე რაც დღეს მაქვს, ვერ
ვბედავდი იმაზე ფიქრს, რომ წლების შემდეგ მსოფლიოს შემოვლას დავიწყებდი, ვიმოგზაურებდი, მეგონა
ეს იმ ადამიანების ცხოვრებაა, დაბადებიდანვე საგვარეულო მემკვიდრეობის მფლობელები რომ ხდებიან ....
ალბათ, მკითხავთ, რა დროს მივხვდი, რომ ეს ასე სულაც არ იყო. თავდაპირველად სასტუმროში
მიმტანად დავიწყე მუშაობა, გავიცანი წარმატებული ადამიანები, რომლებსაც ჩემზე გაცილებით
რთული პერიოდი ჰქონდათ გამოვლილი და დღეს ისინი მაინც იქ იყვნენ, სადაც მე მისვლის არ მჯეროდა.
მაგრამ სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ, ყველამ საიდანღაც დაიწყო, ყველამ იპოვა გზა და გახდა წარმატებული,
ამ გზის პოვნაა ყველაზე რთული, მაგრამ ეს მეც შევძელი, თუ როგორ გავაკეთე პირველი ტური დღემდე
მახსოვს, უცხოელების გაცნობის დროს მათ გავეცანი როგორც გიდი, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ სხვა პოზიციაზე
ვმუშაობდი. არ მქონდა გამოცდილება, მხოლოდ და მხოლოდ ინგლისური ენა ვიცოდი. მათი დათანხმების შემდეგ
მოგზაურობისთვის საჭირო თანხა მეგობარმა მომცა და ჯვარზე ავედით. ეს ყველაფერი შვიდი წლის წინ მოხდა და
შეიძლება თამამად ვთქვა, რომ ამ დღემ ჩემი ცხოვრება მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც შეცვალა, რადგან
ვემსახურები იმ საქმეს, რომელიც მიყვარს.
დღეს თბილისში ჩემს პირველ სასტუმროს ვხსნი, კიდევ უფრო წინ მივიწევ და ეს ძალიან მახარებს.
რაც მთავარია, ვცდილობ, საქართველოს ბევრი ტურისტი ესტუმროს და ჩვენს ქვეყანას გაეცნოს.
ამ ჟამად , იორდანიაში ვარ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი
დაინიშნოს, მინდა ამ ქვეყნიდანაც შემოვიდნენ ტურისტები და რაც მთავარია, აქ მყოფ ქართველებს მეტად
გაუადვილდეთ თავიანთ ქვეყანაში ჩამოსვლა.
_რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ხვალ თქვენს მონათხრობს
წაიკითხავენ ?
_ ყველას ვეტყოდი: გჯეროდეთ საკუთარი თავის, თქვენზე უკეთ არავინ იცის , რა გინდათ და რა გამოგივათ,
შეუძლებელი არაფერია და მე ამის ნათელი მაგალითი ვარ.
ესაუბრა : მარიამ ნებიერიძე