
ქართველი მწერლის, პოეტის, სცენარისტისა და კინორეჟისორის, გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი გუდამაყარში
აშენდება.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გოდერძი ჩოხელის მშობლიურ სოფელში სახლ-
მუზეუმისთვის ორსართულიანი შენობა აშენდება, მოეწყობა მწერლის პირადი კაბინეტი და ორი საგამოფენო
დარბაზი.
ჩოხელს გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი ხეობა“, „თევზის წერილები“,
„შემინახე, დედაო მიწავ!“, „სულეთის კიდობანი“, „არჩევნები სასაფლაოზე“ და რომანები: „მგელი“, „მღდვლის
ცოდვა“, „ადამიანთა სევდა“ და „სულეთის კიდობანი“. გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და
სრულმეტრაჟიანი ფილმი.
მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი "ადამიანთა სევდაა", რომელიც ამავე სახელწოდების მოთხრობის
მიხედვითაა გადაღებული. ფილმი კაცზე მოგვითხრობს, რომელიც ადამიანთა სევდას აგროვებს:"რა არის სიცოცხლე?
სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. და სიკვდილი რაღაა? სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არ
ყოფნის სევდა."....
მარიამ ნებიერიძე