-
2019-04-13 13:48
თუ სიმაღლის შიში არ გაქვთ და ხმელეთიდან 50 მეტრის სიმაღლეზე ვახშამი თქვენთვის სიამოვნებაც კია , ახალი
ამბავი ნამდვილად გაგახარებთ.
თბილისი ძალიან მალე იმ ქვეყნების რიგს შეუერთდება, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა საყვარელი კერძი
მიირთვან და ხმელეთიდან შორს მძაფრი შეგრძნებებიც განიცადონ.
რესტორანი ჯოკორში 15 მაისს გაიხსნება და ის ერთდროულად 22 ადამიანს მოემსახურება. გეტყვით იმასაც, რომ
თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება და დადგენილ კანონს თამბაქოს მოწევის შესახებ მაღლა ცაშიც ვერ
გაექცევით.
ადამიანის ფანტაზიას რომ საზღვარი არ აქვს, ამაში მსოფლიოში არსებული რესტორნებისა და ბარების
ფოტოები კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ.




მარიამ ნებიერიძე
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02