
დღეს დიდი ქართველი პოეტის მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეა.
პოეტის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა
ენებზე.მუხრან მაჭავარიანი 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ
ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე
შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით თეატრის სცენაზე გარდაიცვალა.
პოეტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით ცნიბილია ლექსები: "საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე ", "ტა, ტა, ტა",
"ეპიფანია", ""მითხარი, ცაო" "იარონ" და სხვა მრავალი.
"საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: -
რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!
პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო
მაგგვარი
ფიქრი!" (მ. მაჭავარიანი)
მარიამ ნებიერიძე