
იპოლიტე ხვიჩია – ეს სახელი და გვარი სამუდამოდ დარჩა ქართული კინოსა და თეატრის ისტორიაში.
მხოლოდ სახელის – იპოლიტეს წარმოთქმაც საკმარისია, რომ სახეზე ღიმილი მოგეფინოთ.
იყო პერიოდი, როცა მსახიობი პანაშვიდებზე ვერ დადიოდა, რადგან მის დანახვაზე ხალხს მუდამ ეცინებოდა, ეს
გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა.
მისი უბადლოდ შესრულებული როლების გარდა, საზოგადოებას ახსოვს მისი წერილი, რომელიც ქალიშვილს
მისწერა : "“იცოდე, მთელი ცხოვრება გახსოვდეს, არავის დასცინო!სიყვარულის არ შეგრცხვეს, ხანდახან ხმამაღლაც
შეიძლება იყვირო, ხომ ვიცით ჩვენ, რომ სიყვარულის დამალვა შეუძლებელია…სიყვარულიც არის და სიყვარულიც –
ფულის სიყვარული სიმახინჯეა, ის უნდა მოიხმარო, სხვაგვარად მან დამონება იცის… ფულის შემგროვებელი ადრე
ბერდებაო, შვილო"
მარიამ ნებიერიძე