-
2019-04-06 15:56
კომპოზიტორსა და დირიჟორს გივი გაჩეჩილაძეს ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.
საღამოს კომპოზიტორის მეგობრები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ, ხოლო, მისმა ქალიშვილმა თაკო
გაჩეჩილაძემ, რომელიც ვენაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა: "გუშინ ჩემი უსაყვარლესი
მამიკოს ვარსკვლავი გახსნეს ფილარმონიის წინ!!! გილოცავ მა! ბოდიში, რომ არ ვიყავი გუშინ, მაგრამ მალე ჩამოვალ
და ჩაგეხუტები! მადლობა ყველას, ვინც გაახარა მამა! მადლობა ყველას! მიყვარხარ და ვამაყობ მა! გილოცავ! ”


მარიამ ნებიერიძე