
დღეს ისრაელში მომღერალი ნინო ჩხეიძე კონცერტს გამართავს.
ქალაქ ხაიფაში, "თეატრონ ცაფონ კირიათში" ქართული მუსიკის მოყვარულები შემსრულებლის ცნობილ და
ყველასთვის საყვარელ კომპოზიციებს მოისმენენ.
ცოტა ხნის წინ მომღერალმა თავის "ფეისბუქ" გვერდზე ვიდეომიმართა გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლები
მუსიკალურ საღამოზე მიიპატიჟა : "ორ აპრილს, მე მოვდივარ ხაიფაში, გელოდებით ყველას დიდი
სიყვარულით და იმედი მაქვს , რომ კარგ დროს გავატარებთ"
მარიამ ნებიერიძე