- 
	2019-04-02 12:40	
 
		
	
 
დღეს ქართველი პოეტის, ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა. 
 
 
"მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან, მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში,
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან"- სიმბოლისტი პოეტი 2 აპრილს იმერეთში, ვანის რაიონში დაიბადა. 
 
იყო ერთ-ერთი დამაარსებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი "ცისფერყანწელთა" სიმბოლისტური 
ორდენისა, ავტორი ცნობილი წერილისა — "ცისფერი ყანწებით"
 
ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებსა და  ლიტერატურულ 
ნარკვევებს. 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. თუმცა 
არსებობდა სხვა ვერსიაც: გადასახლება ციმბირში. სამწუხაროდ, პოეტის  საფლავი არ არსებობს. პოეტის, რო
მელიც პატრიოტადაა შერაცხული: 
                                                        "და აწვალებდა მას სიკვდილამდე, ქართული მზე
                                                        და ქართული მიწა, ბედნიერებას მას უმალავდნენ,
                                                         ბედნიერება მან ლექსებს მისცა. " 
 

 
მარიამ ნებიერიძე