-
2019-04-01 11:32
1938 წლის პირველ აპრილს მსახიობი ბელა მირიანაშვილი დაიბადა.
"უდიპლომო სასიძო", "დღე პირველი დღე უკანასკნელი", "საბუდარელი ჭაბული", ეს იმ ფილმების არასრული
ჩამონათვალია, რომელშიც მსახიობმა დასამახსოვრებელი პერსონაჟები შექმნა.
მსახიობი ჯერ კიდევ თეატრალურ ინსტიტუტის სტუდენტი იყო, როცა კინოში, მოგვიანებით კი შოთა რუსთაველის
სახელობის თეატრში მიიწვიეს.
ბელა მირიანაშვილი მსახიობ კახი კავსაძეს მეუღლე გახლდათ, რომელთა სიყვარულის ამბავზე ისტორიები
დადიოდა. სამწუხაროდ, ბელა მირიანაშვილი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძე მასზე წერდა : მე ჩემს
გრძნობებს ბელასამდი იმით ვწონიდი, რომ მისთვის ყველაფრის გაღება შემეძლო. მიფიქრია: 2
თირკმელი მაქვს, 2ფეხი, 2 ხელი, ორი თვალი, ოღონდ მორჩეს და ყველაფერს მივცემ-მეთქი. გული ხომ
ერთი აქვს ადამიანს – იმასაც მივცემდი, მაგრამ ის ისეთი იყო, დამერწმუნეთ, არ მიიღებდა. ბელა
თავად იყო ღირსეული. რომ ამბობენ, კახი კარგი ქმარი იყოო, სინამდვილეში ის იყო კარგი,
არაჩვეულებრივი… 26 წელიწადი ვიყავით ერთად… ავად იყო, ვეღარ დადიოდა და… მაინც
ვეჭვიანობდი. მე ვინც მომწონს, სხვასაც თუ მოსწონს, ეს მანერვიულებს სწორედ…
მარიამ ნებიერიძე