- 
	2019-03-30 14:57	
 
		
	
 
დღეს ცნობილი ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ლადო გუდიაშვილის დაბადების დღეა. 
 
 
ის 1896 წლის 30 მარტს, თბილისში დაიბადა. სწავლობდა თბილისის კულტურისა და სახვითი ხელოვნების 
სკოლაში,  მუშაობდა მხატვარ-პედაგოგად. მოგვიანებით, თბილისის სამხატვრო აკადემიაში კითხუ
ლობდა ლექციებს მონუმენტურ-დეკორატიული მხატვრობის შესახებ. 
 
მის შემოქმედებას ეკუთვნის ნამუშევრებ: "ძველი თბილისი", "პარიზი", ხატავდა ავტოპორტრეტებს. 
შექმნილი აქვს "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები და თეატრალური ესკიზები. არის ავტორი მოგონებებისა : 
"შეხვედრა ფიროსმანთან", "პიკასო" და სხვა. 
 
2011 წელს დაარსდა ლადო გუდიაშვილის  სამხატვრო საგამოფენო დარბაზიც. 
 
იყო შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ფერმწერი 1980 წელს გარდაიცვალა. 
 
 
 
მარიამ ნებიერიძე