-
2019-03-28 12:48
„მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით, ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა, ვერ გაიგებდით თვალებით ვის უყურებდა.
ოდნავ მოზრდილი ცხვირი, ფაფარივით გადმოყრილი თმა. ყველას მოგვესალმა და მე მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი და ვხედავდი მხოლოდ მას.
ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველანი. მოხდა ისე რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს.
ვერიკოს სთხოვეს რამე წაეკითხა, ახალგაზრდა მსახიობმა სასტიკი უარი განაცხადა. ვიფიქრე, ვთხოვ, იქნებ, დამიჯეროს და თითქმის ჩურჩულით ვთქვი: მეც გეხვეწებით მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო …
რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე არ ვიცი. რა ახლოს იყო მისი ხელი, ვერაფერს ვგრძნობდი. მე ტაში არ დავუკარი , დავიხარე და ხელზე ვაკოცე…“
წყვილმა ერთობლივად ისეთი ფილმები შექმნა როგორიცაა: "გიორგი სააკაძე", "ბერლინის დაცემა" და
"ოთარაანთ ქვრივი", რომელშიც ვერიკოს გარდასახვამ ქვეყანა შეძრა.
მარიამ ნებიერიძე