-
2019-03-27 00:32
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დასამახსოვრებელი როლები შექმნა სპეკტაკლებში: "ჰაკი აძბა", "მოჩვენება", "ფსკერზე","მარადი ქმარი" და
სხვა. სცენაზევე გააცოცხლა უილიამ შექსპირის "ოტელოდან" იაგოს პერსონაჟი.
მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: "საბუდარელი ჭაბუკი", "როცა აყვავდა ნუში", "ანთიმოზ
ივერიელი" , "დათა თუთაშხია" და სხვა მრავალი.
ის 1931 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში დაიბადა. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს
სახალხო არტისტის წოდება.
მარიამ ნებიერიძე
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-24 07:51