
იყო დრო, როცა ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და ხელოვნების მკვლევარი, დავით კაკაბაძე სამხატვრო აკადემიიდან გამოაგდეს.
ეს მაშინ მოხდა, როცა სამხატვრო აკადემიაში, მომავალ ხელოვანებს ლექციებს უკითხავდა, დასწამეს, თითქოს მხატვარი იდეოლოგიურად წამლავდა სტუდენტებს. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ის რამდენიმე წელიწადში გულის შეტევით გარდაიცვალა.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია "დედაჩემი-იმერეთი", რომელშიც მხატვრისთვის ჩვეული იმერეთის ფონზე ქალის გამოსახულება კარგად ჩანს. ხელოვანი ერთი მხრივ, ქმნიდა რეალისტურ, მეორე მხრივ კი აბსტრაქტულ ნამუშევრებს.
დავით კაკაბაძის ნამუშევრები ცნობილია საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
მარიამ ნებიერიძე