დღეს რეჟისორ გიორგი ლიფონავას დაბადების დღეა. ლიფონავა საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული რეჟისორია.
ის კარიერის დასაწყისში იღებდა მუსიკალურ კლიპებს, მოგვიანებით გახდა "ფორმულა კრეატივის" იუმორისტული სერიალის რეჟისორი.
დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა:"რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "ჭამა და სექსი", "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი".
რეჟისორია სერიალისა "ჩემი ცოლის დაქალები".