"მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს "მფლობელი ლადო აფხაზავა ვერ გახდა,გამარჯვებული ფიზიკისა და მათემატიკის კენიელი პედაგოგია.
ის კონკურსის მთავარი ჯილდოს, ერთი მილიონი დოლარის მფლობელი გახდა.
ცერემონია გუშინ, 24 მარტს, დუბაიში, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართა. ფინალური შოუ ჰოლივუდის ვარსკვლავს, ჰიუ ჯეკმანს მიჰყავდა.
შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს ქართველი პედაგოგი, ლადო აფხაზავა მსოფლიოს ათ საუკეთესო პედაგოგს, ხოლო მოგვიანებით 5 ფინალისტს შორის დასახელდა.
მარიამ ნებიერიძე