-
2019-03-24 21:01
მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ რეზო თაბუკაშვილმა თავის მეუღლეს, კინოსა და თეატრის უბადლო მსახიობს მედეა ჯაფარიძეს, წერილი მისწერა და სიყვარულში კიდევ ერთხელ გამოუტყდა.
გთავაზობთ წერილიდან ამონარიდს:
"ჩემო მედიკო, კი არ მაგონდები, მელანდები. რამდენჯერმე გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. გელოდი ქუჩაში,
მეტროსთან, შენს სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეპოვნე. შემოვიარე ის ადგილები, სადაც მე და
შენ ხშირად დავდიოდით და გვიყვარდა. ყველაფერი დამხვდა ძველებურად, ისევ ის ქუჩები, სახლები, თითქოს
ვიტრინებშიც არაფერი შეცვლილა და ვგრძნობდი მაინც, რომ აღარ იყო აღარც ის ქუჩები, აღარც ის ხეები, აღარც ის
სახლები.
შენ წახვედი და ყველაფერი შენთვის დაიტოვე. მე კი ყველაფერი ეს შენში მყვარებია. საშინელებაა ცარიელ ქალაქში
ცხოვრება."
ბევრს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ რეზო თაბუკაშვილის ნათარგმნი ლიტერატურა, მათ შორის "შექსპირის"
სტრიქონები მედეა ჯაფარიძეს ეძღვნებოდა.
მსახიობი მაყურებელს უამრავი ფილმიდან ახსოვს, მათ შორისაა: "ქეთო და კოტე", "მზე შემოდგომისა", "ცისფერი
მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვა .
მარიამ ნებიერიძე