
დღეს, 22 მარტს, მომღერალ ნუცა ბუზალაძის ახალი ალბომისა და კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.
ალბომში, რომლის სახელწოდებაცაა "ნუცა22 " შესულია როგორც ქართული, ასევე უცხოენოვანი
სიმღერები, აქედან ოთხი კომპოზიციის ავტორი თავად მომღერალია.
რაც შეეხება, ახალ ვიდეორგოლს, ის რუსა მორჩილაძის სიმღერაზე - "გელოდები" არის გადაღებული.
კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილი, არანჟირების ავტორი ბორიკო შხიანი, ხოლო მუსიკალური
პროდიუსერი- მომღერალი ალეკო ბერძენიშვილია.
ნუცამ ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსზე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ის
დღეს წარმატებული ახალგაზრდა მომღერალია.
მარიამ ნებიერიძე .