
ნაძალადევის რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის ფოიეში საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.
„იუნკერების თავდადება სამაგალითოა ყველა ქართველისთვის. ამ საღამოზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ მათი გმირობა. შევეცადეთ ნახატებით და ლექსებით გადმოგვეცა ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს ისტორიიის ამ ნაწილისადმი.“– აღნიშნა ნიკოლოზ ბუჩუკურმა, რომელმაც საღამოზე საკუთარი ლექსი წაიკითხა.
ღონისძიებას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ვახტანგ ბალავაძე და რაიონის
მცხოვრებლებიც დაესწრნენ.