
"საზოგადოებრივი მაუწყებელი" წერს, რომ The Hollywood Reporter გიორგი ოვაშვილის ახალ ნამუშევარზე - „ხიბულა“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს გავლენიანი გამოცემა The Hollywood Reporter გიორგი ოვაშვილის ახალ ნამუშევარს „ხიბულა“ ეხმაურება და ფილმს ვრცელ სტატიას უძღვნის.
გამოცემა წერს, რომ ფილმი იმ ქართველ რეჟისორს ეკუთვნის, რომლის კინონამუშევარი „სიმინდის კუნძული“ 2015 წელს უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში „ოსკარის“ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
გამოცემის ინფორმაციით, ოვაშვილის ბოლო ფილმი საქართველოს დემოკრატიული გზით პირველად არჩეულ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეხება, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყანაში აირჩიეს. Hollywood Reporter აღნიშნავს, რომ ფილმის მთავარ გმირს საინტერესო ცხოვრება ჰქონდა, იბრძოდა უფლებებისთვის, იყო აქტივისტი და დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში.
„მას ბრძოლა უწევდა არამარტო რუსებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან“,- აღნიშნულია სტატიაში. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ფილმი პოლიტიკური, პოეტური და ფსიქოლოგიურია. ასევე ახლავს ბიოგრაფიული ცნობები და ამავდროულად ისტორიულიცაა.
ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის A-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სულ ცოტა ხნის წინ, გაიმართა. "ხიბულა" დრამაა, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებს ასახავს.