-
2016-11-28 17:41
“ნიღაბი” არის ყოველწლიური ფესტივალი, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები მათ მიერ დადგმულ სპექტაკლებს წარადგენენ.
ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება. ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის მეგობრული და კულტურული ურთიერთობების დამყარება.
მიმდინარე წელს დაგეგმილია რიგით მეხუთე ფესტივალის “ნიღაბი 2016” ჩატარება.
ჩატარების თარიღია - 2016 წლის 2 დეკემბერი – 10 დეკემბერი.
ჩატარების ადგილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
ფესტივალის მხარდამჭერია ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
2016 წლის, 10 დეკემბერს, 18:00 საათზე ფესტივალის საზეიმო დახურვა გაიმართება.
ფესტივალი “ნიღაბი” 2016