
მომღერალი ირმა სოხაძე მიიჩნევს, რომ ოპერის გახსნის დღისთვის ბილეთები თავისუფლად არ უნდა გაყიდულიყო. ამის თაობაზე მან ეკა ხოფერიას თოქშოუში განაცხადა.
ირმა სოხაძეს ჟურნალისტი სოფო კილასონია შეეწინააღმდეგა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არ არის ან ირმა სოხაძის, ან სხვა ვინმეს გადასაწყვეტი, რადგან ოპერისა და ბალეტის თეატრი საერთო ეროვნული კუთვნილებაა.